logo_geo
eng_logo
პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი
- +

21 აპრილი. 2020. 14:19

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული ა.ს., მუქარისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში დააკავეს.

 

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის II ნაწილით და 151-ე მუხლის I  ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner