logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 2012 წელთან შედარებით ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაორმაგებულია
- +

16 ივნისი. 2016. 19:36



„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „TV პირველთან" საუბრისას საარჩევნო მანდატებზე და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ" მძიმე მემკვირდეობა მიიღო წინა ხელისუფლებისგან, თუმცა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არსებული პრობლემები აღმოიფხვრას.


 

„ბიძინა ივანიშვილი მანდატების იმ მინიმუმზე საუბრობს, რომელსაც ჩვენ არჩევნების შემდეგ ავიღებთ. ჩვენი ამოცანა არჩევნებში ხმათა უმრავლესობის მოპოვებაა. ანუ 50%-ზე მეტის მიღება, რაც უხეშად რომ ვიანგარიშოთ, აღემატება 100 მანდატს. ვფიქრობ, ამ შედეგის მიღება აბსოლუტურად რეალურია.

 

პრობლემები არის ქვეყანაში, მაგრამ ეს პრობლემები ჩვენ არ შეგვიქმნია. ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკური ზრდის ტემპი წინა ხელისუფლების დროს ოპტიმალური არ იყო და ამის შესაბამისად მდგომარეობა გვაქვს ეკონომიკის მხრივ. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერის აკეთებს იმისთვის, რომ არსებული პრობლემები მაქსიმალურად აღმოიფხვრას. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანა განვითარდეს.

 

ყველა მიმართულებით, რომელსაც მოიცავს სახელმწიფოებრივი განვითარება, რადიკალური, ფუნდამენტური პროგრესი გვაქვს. ეს ეხება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, სოციალურ განვითარებას.

 

სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში. ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ 2012 წელთან შედარებით ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაორმაგებულია.

 

სიღარიბე, რომელიც არის ქვეყანაში, წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და ერთ-ორ წელში ვერ აღმოიფხვრება", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner