logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ კომენდანტის საათი გაუქმდა
- +

21 აპრილი. 2020. 20:30

 

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში 20 აპრილის ჩათვლით მოქმედი ე.წ. საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდა. ე.წ. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელის რაულ ლოლუას განცხადებით, გაგრისა და გალის რაიონებში მოხსნილია შესვლის აკრძალვა და დღეიდან გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი.

 

ლოლუას თქმით, კვლავაც დახურულია სკოლები, საბავშვო ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. არ გახსნილა ტურისტული ობიექტები და სასტუმროები. კვლავაც დაკეტილია ე.წ. საზღვრები.

 

ლოლუას ინფორმაციით, ვითარება დე ფაქტო რესპუბლიკაში კონტროლს ექვემდებარება. კორონავირუსის ახალი შემთხვევეი არ დაფიქსირებულა.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა 28 მარტიდან მოქმედებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner