„ქართველები არავის ჩამოვრჩებით გონებით, აუცილებელია, ჩავწვდეთ ჩვენი წინააღმდეგობის არსს", - ამის შესახებ „ობიექტივის" ეთერში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ხონელიძემ განაცხადა.
მან სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესების მართვაში საქართველოს როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ამ მხრივ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს.
„წარმოვიდგინოთ სამხრეთ კავკასია შემდეგნაირად - ეს არის ერთიანი სივრცე - საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. სამხრეთ კავკასია კავკასიის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც განვიხილავთ როგორც სამოქმედო არეალს, პოლიტიკურ ერთეულს. ჩვენ ეს სივრცე ან დანაწევრების გარეშე უნდა წარმოვიდგინოთ, ან საერთოდ ვერ აღვიქვათ ის.
ქვეყნები, რომელთა ინტერესი მომართულია სამხრეთ კავკასიაში, ესენია: თურქეთი, ირანი, რუსეთი, ჩინეთი, ამ დროს ყველაზე კომფორტული მდგომარეობა აქვს საქართველოს", - განაცხადა ხონელიძემ.