logo_geo
eng_logo
ახალი შეზღუდვები „გლოვოს“ კურიერებსაც შეეხებათ
- +

22 აპრილი. 2020. 14:17

 

 

“ახალი შეზღუდვები „გლოვოს“ კურიერებსაც შეეხებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

 

კერძოდ, შეზღუდვა ეხება იმ კურიერებს, რომლებიც ავტომობილით ემსახურებიან მოქალაქეებს.

 

 

„ახალი სამთავრობო რეგულაციების თანახმად, დღეიდან, 22 აპრილიდან 27 აპრილამდე გადაადგილების შეზღუდვა ვრცელდება ჩვენს პარტნიორ მანქანიან კურიერებზეც. რაც ნიშნავს:

 

 

– პარტნიორი კურიერების დაახლოებით 30% სამწუხაროდ ვერ აგრძელებს მუშაობას;

 

 

– შესაძლოა მიტანის დრო გაიზარდოს და რესტორნების/მაღაზიების დაფარვის არეალი შემცირდეს;

 

 

– ქუთაისში, სადაც მხოლოდ მანქანიანი კურიერები გვყავს, სამწუხაროდ, შეკვეთებს ვერ განვახორციელებთ;

 

– თბილისში, ბათუმსა და რუსთავში კი დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ წავიღებთ;

 

 

ბოდიშს გიხდით შექმნილი უსიამოვნებისთვის.

 

 

ჩვენ და ჩვენი სუპერგმირი პარტნიორი კურიერები მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ ახალ რეალობას და თქვენს გვერდით ვდგავართ.

 

 

მადლობას გიხდით მოთმინებისთვის“ – წერია კომპანიის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner