მალაიზიაში ნარკოტრეფიკისთვის გასამართლებული და საქართველოში დაბრუნებული ბაბუცა გორდაძე მომხდარის დეტალებს პირველად „კურიერთან იხსენებს. ექსკლუზიურ ინტერვიუში გორდაძე მის მალაიზიაში დაკავებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მის ჩანთაში აღმოჩენილი ნარკოტიკები მისთვისაც მოულოდნელი ფაქტი იყო.
„ჩანთა, რომელზეც ჩემი სახელი და გვარი იყო, სამართალდამცავებმა მომიტანეს და მითხრეს რომ გამეხსნა. როცა გავხსენი იქ იდო სურათები, რომლებშიც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. მე თვითონ გაოცებული დავრჩი, რადგან არ ვიცოდი ეს ნარკოტიკული ნივთიერება საიდან და როგორ აღმოჩნდა ჩემს ჩანთაში. სამართალდამცავებმა მითხრეს, რომ ჩემი სასჯელი იყო სიკვდილით დასჯა," - აცხადებს ბაბუცა გორდაძე.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკები უკანონოდ გადატანის ბრალდებით ბაბუცა გორდაძე 6 წლის წინ დააკავეს.