logo_geo
eng_logo
შსს-მ თბილისში მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

22 აპრილი. 2020. 17:54

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ა.კ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მამაკაცმა ცოლს - 1972 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner