logo_geo
eng_logo
პატრულ-ინსპექტორებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
- +

22 აპრილი. 2020. 18:05

 

 

2020 წლის 22 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა პოლიციის მუშაკების მიმართ ჯგუფურად და ძალადობით  წინააღმდეგობის გაწევის  ფაქტზე, ბრალდებულებს ა.ტ-ს და ნ.ტ-ს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 19 აპრილს, ქ. თბილისში ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ,  413-414-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ნ.ტ. და ა.ტ. 4  პირთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, რითაც არღვევდნენ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით დადგენილ პირობას, სამ  ადამიანზე მეტი პირის ერთად შეკრების აკრძალვის შესახებ.

 

მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე  შეკრებილ პირებთან პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ და შეკრებილ პირებს განუმარტეს,  რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის დარღვევის გამო მათ  ჯარიმა დაეკისრებოდათ. აღნიშნულის შემდეგ ა.ტ.-მ და ნ.ტ.-მ პატრულ-ინსპექტორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.

 

ა.ტ-ს და ნ.ტ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით ჯგუფურად) წარედგინათ,  რაც სასჯელის სახედ და ზომად  4-დან 7  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner