logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე მაგდა პაპიძეზე: ეს არ გაძლევთ უფლებას, გაანადგუროთ ადამიანი ადამიანში!
- +

16 ივნისი. 2016. 21:19



 პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.



"საზოგადოება თვალყურს ადევნებს მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესს, რომელიც მეუღლისა და შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, თავისთავად საქმე არის უმძიმესი, არის დიდი ინტერესი მედიის მხრიდან, მაგრამ არის საკითხები, თემები, რომლის გაშუქებისას ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და მათ შორის არის საკითხები, რომელიც საერთოდ დახურულ სხდომაზე უნდა იხილებოდეს და არ შეიძლება ასეთი ფორმით, ასე აშკარად დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება, უდანაშაულობის პრეზუმპცია თუ პირადი ცხოვრების, თუ პირადი საიდუმლოს დაცულობა, რატომ ფიქრობენ ჟურნალისტები, რომ ბრალდებულის ქორწინებამდელი თუ შემდგომი კავშირების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას აინტერესებს და მოწმის ჩვენება საჯაროდ უნდა გამოამზეურონ?! ძალიან მძიმე დანაშაული მოხდა, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას თქვენ ბოლომდე გაანადგუროთ ადამიანი ადამიანში, თქვენც მოკლათ, თქვენ ცნოთ დამნაშავედ და თქვენ დასაჯოთ-ჩაქოლოთ. გაუგებარია, რატომ არ ითხოვა ადვოკატმა პროცესის დახურვა, ან სასამართლო თავად რატომ არ იღებს ამ გადაწყვეტილებას?!", - წერს კობახიძე.


საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. უკვე დაკითხეს საქმის მთავარი მოწმე ოთარ ბერძენიშვილი, გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის დედა ლილი მინდიკაური და პაპიძის მეზობლები.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner