logo_geo
eng_logo
ვახტანგ კალოიანი: მარნეულში ვირუსის გავრცელების საფრთხე, შესაძლოა კვლავ გამოჩნდეს
- +

22 აპრილი. 2020. 22:01

 

 

„ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, მარნეულში გამართული საპროტესტო აქციის შედეგად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე შესაძლოა, კვლავ გამოჩნდეს.

 

 

დიახ, ვირუსის გავრცელების საფრთხე, შესაძლოა, კვლავ გამოჩნდეს, მათ შორის, მარნეულში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხანია ჩვენ იქ ვირუსის ბევრი ახალი შემთხვევა არ გვაქვს. ბოლნისში მეტი შემთხვევებია, მარნეულში კონკრეტულად არ არის. დიახ, საზოგადოებრივმა თავშეყრამ, შეიძლება, ეს რისკები ნამდვილად გაზარდოს. რამდენად გაიზრდება და რამდენად გაგვიმართლებს ამჯერადაც, ვნახოთ, მაგრამ რისკები ნამდვილად გაიზარდა დღევანდელი მასობრივი შეკრებით“, - განაცხადა კალოიანმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“

 

საინტერესოა, რეალურად რა რესურსი გვაქვს სამედიცინო სისტემაში, რა მასშტაბის გავრცელება გვაქვს,რა რესურსი გვაქვს, რა გეგმებია რისკ-ჯგუფების კვლევებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია თითქოს არსებობს, მაგრამ რეალურად, დაწერილი, დოკუმენტის სახით ხელმისაწვდომი არ არის“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner