logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ის, რაც დანერგა თავად ბიძინა ივანიშვილმა, „ნოუ-ჰაუ“ აღმოჩნდა ქართულ მედიაში და პოლიტიკურ სივრცეში!
- +

16 ივნისი. 2016. 21:52



სააგენტო „რეპორტიორისდამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი ბეჭდურ მედიასთან და საინფორმაციო სააგენტოებთან საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას აფასებს.


მამაცაშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის პრაქტიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მომგებიანია და სასურველია ბიძინა ივანიშვილს  ხელისუფლებლების წარმომადგენლებმაც მიბაძონ.


კითხვაზე, თუ რა კითხვებს დაუსვამდა იგი ბიძინა ივანიშვილს, მამაცაშვილმა უპასუხა:


„რა კითხვების დასმის საშუალებაც არ მომეცა, ამას მომავლისთვის შემოვინახავ. ალბათ ჩატარდება ბრიფინგ - პრესკონფერენცია და თუ საჭიროდ ჩავთვლი, იქ დავსვამ. შორიდან იგივე კითხვების გამეორება შეიძლება ცოტა უხერხული იყოს, თუმცა, მსგავსი ტიპის შეხვედრები საკმაოდ წარმატებულია ნებისმიერი დონის პოლიტიკოსისთვის. ამ შემთხვევაში არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქნება გამონაკლისი...

 

მიმაჩნია, რომ მსგავს პრაქტიკას ყველა მინისტრი და სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები რომ ახორციელებდნენ, ბევრად უკეთესი იქნებოდა მედიისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

 

ის, რაც ახალმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე დანერგა და რაც დაიწყო თავად ბიძინა ივანიშვილმა, „ნოუ-ჰაუ" აღმოჩნდა ქართულ მედიაში და პოლიტიკურ სივრცეში. წლების მანძილზე ჩვენ მიჩვეულები ვიყავით ჟურნალისტებისგან თავის არიდების არაერთ მცდელობა ჩინოვნიკებისგან. პრემიერ - მინისტრმა ორ თვეში ერთხელ ბრიფინგი დანიშნოს, პრესკონფერენცია გამართოს და ჟურნალისტებთან სისტემატიური კონტაქტი ჰქონდეს, ცოტა ახალი ხილი იყო ჩვენი რეალობისთვის."- განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner