logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: სამგორის მოსახლეობა გააკეთებს არჩევანს, რომ შიხიაშვილი იყოს მათი ხმა პარლამენტში!
- +

16 ივნისი. 2016. 21:53

 

 

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხემძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი სამგორის რაიონში დამოუკიდებელ მაჟორტარ კანდიდატად იყრის კენჭს.


როგორც შიხიაშვილმა „მაესტროს" ეთერში განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ სამგორის მოსახლეობა მას აირჩევს, რადგან მისი მოღვაწეობის 44 წელიწადი, სწორედ საგორის რაიონის პრობლემების მოგვარებაში გაატარა.



„პირველ რიგში იმის მხარდაჭერის იმედი მაქვს, ვინც არის ამ რაიონის მოსახლეობა. ბუნებრივია მე გახლავართ სამგორელი, ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი ამ რაიონში, ჩემი 44 წელიწადი გავატარე ამ რაიონში და მინდა ვუთხრა თითოეულ სამგორელს, მე კარგად ვიცი სამგორის პრობლემები, მათაც იციან, რომ მე ეს ძალიან კარგად ვიცი და ასევე მე ვიქნები მათი ხმა პარლამენტში. არ ვარ ის პოლიტიკოსი, რომელსაც რაც არ უნდა ეკეთებინა, არ ჰქონოდა მუდმივი კონტაქტი ჩემს ამომრჩეველთან.

 

სამგორის მოსახლეობა გააკეთებს არჩევანს, იმ არჩევანს, რომ შიხიაშვილი იყოს მათი ხმა პარლამენტში."- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა. 



17 ივნისს, 13:00 საათზე, სამგორის რაიონის N12-ე ოლქში გაივლის რეგისტრაციას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დამოუკიდებელ მაჟორტარ კანდიდატად ირაკლი შიხიაშვილს წარადგენს.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner