ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი მიიჩნევს, რომ იმ სახის პრესკონფერენციები, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ატარებს, ძალიან დადებიტად აისახება ქვეყნის იმიჯზე.
გელა ზედელაშვილმა ტელეკომპანია „დრო"-ს ეთერში გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის ეპიზოდი გაიხსენა:
„როდესაც მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა. მე იქ დავსვი ასეთი შეკითხვა, რომ ტქვენ- ბატონო პრეზიდენტო, თუ გააგრძელებთ „ტრადიციას" და გამართავთ პრესკონფერენციებს თვეში ერთხელ, ან ორ თვეში ერთხელ? დიდი იმედებით და ივაციებით შეხვდა ამ მოსაზრებას.
როგორც გააგრძელა, ამას ვხედავთ..."- განაცხადა ზედელაშვილმა.