logo_geo
eng_logo
მოხუცი, რომელიც ტბაში იხრჩობოდა, პატრულმა გადაარჩინა - კადრები ბათუმიდან
- +

23 აპრილი. 2020. 14:35

 

ბათუმში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 66 წლის მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისთვის ცნობილი გახდა, რომ არდაგანის ტბაში მამაკაცი იხრჩობოდა, ისინი შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ და სწრაფი რეაგირება მოახდინეს.

 

პატრულის თანამშრომელი მინდია დიასამიძე წყალში შევიდა და მოქალაქე ნაპირზე ამოიყვანა.

 

სამართალდამცველებმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner