„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ორგანიზებით, იპოდრომის ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.
„გირჩის“ ლიდერები და მოქალაქეები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით 14:00 საათისთვის შეიკრიბნენ.
ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები.
ზურაბ ჯაფარიძე და აქციის რამდენიმე მონაწილე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც სამართალდამცველებმა მათ განუმარტეს, განყოფილებაში იდენტიფიცირების მიზნით გადაჰყავთ, რის შემდეგაც მათი დაჯარიმება მოხდება.
ამასთან, აქციაზე რამდენიმე ადამიანი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.