logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: ვიზალიბერალიზაციის მიღება მხოლოდ შემოდგომაზეა შესაძლებელი!
- +

16 ივნისი. 2016. 23:25



ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არ არის ისეთი სერიოზული ძვრები, როგორსაც საზოგადოება ელოდა, - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ 2030-ში სტუმრობისას.


"არ არის სწორი, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები ქმნიან მოლოდინებს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც გპირდებიან. კარგია, რომ პრემიერი გერმანიის კანცლერს შეხვდა, განსხვავებით სისხლიანი რეჟიმის პრეზიდენტისაგან, რომელსაც 2008 წლის შემდეგ ხელსაც კი არ ართმევდნენ და, რომელიც იძულებული იყო, უცხოელ პოლიტიკოსებს მისადგომებთან დახვედროდა. თუმცა, კვირიკაშვილის წასვლა არ იყო აუცილებელი იმისთვის, რომ მას ქალბატონი მერკელისგან გაეგო ის სიტყვები და ხედვები, რაც გაიგო და, რომელზეც ჩვენ უკვე 3 წელია ვსაუბრობთ. ჩვენ ვამბობდით, რომ ვიზალიბერალიზაციას ივნისში ვერ მივიღებდით და მისი მიღება მხოლოდ შემოდგომაზეა შესაძლებელი, რაც სამწუხაროდ, სწორი აღმოჩნდა", - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.


მისი თქმით, მთელი რიგი მიმართულებებით, ევროპელი კოლეგების ორმაგი სტანდარტები ღიმილისმომგვრელია.

 

"საქართველომ რეალურად, ყველა პირობა შეასრულა, თუმცა ვიზალიბერალიზაცია არ მისცეს მაშინ, როცა 2015 წელს  ისეთ ქვეყნებს მისცეს, როგორიცაა - სანტა-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ტრინიდადი და ტობაკო, დოკიმიკის თანამეგობრობა თუ კარიბის ზღვის სხვა ქვეყნები", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა.


როგორც მან აღნიშნა, "დემოკრატიული მოძრაობის" ხედვა მრავალვექტორულია.


"ჩვენი ხედვა მრავალვექტორულია. მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია  ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს. საქართველო ევროპული ცივილიზაციის დამფუძნებელი და ნაწილია და ნურავინ იბრალებს, რომ ქვეყანა ევროპისკენ  მიჰყავს. ჩვენ ისედაც იქ ვართ, მხოლოდ ეს ყველაფერი სისტემურად და სტრუქტურულად უნდა აღვადგინოთ. ეს იმას არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობები სხვა მიმართულებითაც გვქონდეს. ერთ-ერთი უპირველესი ასეთი ქვეყანა არის რუსეთი, რომელსაც იმედია დროებით, ჩვენი ტერიტორიების 20 % აქვს წაღებული", - განაცხადა ბარამიძემ.


მისი თქმით, ტეროტორიების დაბრუნების გზა ორია - ომისა და მშვიდობის.


"ჩვენ მშვიდობის გზას ვირჩევთ, რაც მოლაპარაკებებს ეფუძნება. ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის ფორმატი კარგია, მაგრამ ეს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის ის დონე არ არის, რომელიც დასაწყის ეტაპზე შესაძლებელს გახდის, მცოცავი ანექსია, ბანერიზაცია, ადამიანის მოტაცება თუ კამერების  წინ მოქალაქეების მოკვლა შეაჩეროს. ამისთვის, პირველ პირთა შორის მოლაპარაკების დაწყებაა საჭირო. თუ ერთი-ერთზე არა, ეს შეიძლება, ჩვენი დასავლელი მეგობრების მონაწილეობითა და არბიტრაჟით ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდეს. ჩვენ გარანტორები არ ვართ, რომ შეხვედრის მეორე დღეს პუტინი სამაჩაბლოსა და აფხაზეთს დაგვიბრუნებს, მაგრამ იქამდე რომ მივიდეთ, ეტაპებია გასავლელიჩვენი დასავლელი მეგობრებიც ხომ ამას გვეუბნებიან?! ", - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner