"დებო და ძმებო, მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია გია მაისაშვილის სიცოცხლე, ვისაც გიყვართ და პატივს სცემთ ამ ღვთისნიერ მამულიშვილს, ვისაც გაგაჩნიათ ამისათვის მატერიალური შესაძლებლობა, მოგიწოდებთ შეეწიოთ მის ჯანმრთელობას!!!", - ქართველი ეკონომისტის, პოლიტიკოსის გია მაისაშვილის მეგობრები მის დასახმარებლად განცხადებას ავრცელებენ:
„მეგობრებო, გუშინ შუადღეს, ჩვენს საყვარელ გიას, მთელი საზოგადოების სახელით, ვთხოვეთ მისდამი ქველმოქმედებისათვის საბანკო ანგარიშის გახსნა, რაზედაც თავმდაბალი და მოკრძალებული ბუნებიდან გამომდინარე, გულწრფელად ცდილობდა თავის შეკავებას, მაგრამ მიუხედავად თავისი სურვილისა, საბოლოოდ დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ იგი არ ეკუთნის მხოლოდ საკუთარ თავს და ამიტომ მოვალეცაა მიიღოს უანგარო დახმარება კეთილმოსურნეთაგან და მისცეს მათ თანადგომის საშუალება.
სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს სამშობლოს მრავალმხრივ უჭირს და არ ძალუძს ასეთი ადამიანის მოვლა და პატრონობა, მაგრამ უდიდესი იმედია ხალხის სიყვარული და მხარში დგომის სურვილი, რაც უამრავ ადამიანს გააჩნია.
დებო და ძმებო, მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია გია მაისაშვილის სიცოცხლე, ვისაც გიყვართ და პატივს სცემთ ამ ღვთისნიერ მამულიშვილს, ვისაც გაგაჩნიათ ამისათვის მატერიალური შესაძლებლობა, მოგიწოდებთ შეეწიოთ მის ჯანმრთელობას!!!
ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ გაღებული სიკეთე, ამინ!!!"
მიმღები ბანკის კოდი: KSBGGE22
მიმღები ბანკის დასახელება: ტერაბანკი
მიმღების ანგარიში: GE21 KS00 3601 0130 7995 01 GEL, USD.
მიმღების დასახელება: თამარ კაპანაძე - მეუღლე
კონტაქტი +995 577 577717 / +995 595 008885
ცნობისთვის, გია მაისაშვილი უკვე წელიწადზე მეტია სიმსივნეს ებრძვის.