logo_geo
eng_logo
რატომ არ შეხვდა სოფი ლორენი პატრიარქს?- ოფიციალური განმარტება
- +

16 ივნისი. 2016. 23:28



საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი ფონდის წარმომადგენლები სოფი ლორენის პატრიარქთან არშემდგარი შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებენ:



"გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ რიგი მედიასაშულებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსოფლიო კინოვარსკვლავმა სოფია ლორენმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ შეხვდებოდა.

 

ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება სოფია ლორენს არ გაუკეთებია, მეტიც, მან ბოდიში მოიხადა დაგეგმილ შეხვედრაზე ვერმისვლის გამო. მსახიობი დილით, გამთენიისას, დაგვიანებით შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, რომელიც თითქმის 2 საათი ტურბონენტულ ზონაში იყო, რის გამოც სოფია ლორენი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მის უწმინდესობასთან შესახვედრად საპატრიარქოში მისვლა ვერ შეძლო, აღსანიშნავია, რომ მსახიობი 81 წლის არის.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერი პირადად მივიდა ვარსკვლავის მოსანახულებლად "რუმს ჰოტელში".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner