logo_geo
eng_logo
დედოფლისწყაროს მოსახლეობა გადასახადებისგან გათავისუფლდა
- +

23 აპრილი. 2020. 21:22

 

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ დადგენილება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.

 

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან.

 

ფიზიკური პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე“,- ნათქვამია დედოფლისწყაროს საკრებულოს მიღებულ დადგენილებაში.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე და ამ შემთხვევაში მათ განცხადებით უნდა მიმართონ ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრის“ ადმინისტრაციას.

 

დედოფლისწყაროს საკრებულოს დადგენილება დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner