ფოთში, მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია გრძელდება.
აქციის ფარგლებში 300 -ზე მეტ ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა. აღნიშნული დახმარება მიიღეს ფოთში მცხოვრებმა სმენადაქვეითებულებმა, უსინათლოებმა და დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებმა.
ბოლო ათი დღის განმავლობაში ირაკლი ხახუბიას ბიურის ორგანიზებით სასურსათო პაკეტი 2600 -ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარი, ხოლო ფოთის ბიუჯეტში 50 000 ლარს გადარიცხა.