logo_geo
eng_logo
ირაკლი ხახუბიას ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით ფოთში 300 -ზე მეტ ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა
- +

23 აპრილი. 2020. 22:00

 

ფოთში, მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივით და  ფინანსური მხარდაჭერით  საქველმოქმედო აქცია გრძელდება.

 

აქციის ფარგლებში 300 -ზე მეტ  ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა.  აღნიშნული დახმარება მიიღეს ფოთში მცხოვრებმა სმენადაქვეითებულებმა, უსინათლოებმა და დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებმა.

 

ბოლო ათი დღის განმავლობაში ირაკლი ხახუბიას ბიურის ორგანიზებით სასურსათო პაკეტი 2600 -ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.

 

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის მაჟორიტარმა  დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარი, ხოლო ფოთის ბიუჯეტში 50 000 ლარს გადარიცხა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner