logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ქალბატონი მერკელი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის!
- +

16 ივნისი. 2016. 23:51


 

„პრემიერის ვიზიტი ძალიან შედეგიანი იყო, რისი დასტურიცაა ის კომენტარები, რაც კანცლერმა და პრემიერმა პრესკონფერენციაზე გააკეთეს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.


"წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, გერმანიასთან ურთიერთობა პრაქტიკულად, გაჩერებული იყო. არადა, ეს ურთიერთობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 2012 წლის შემდეგ ურთიერთობები აღდგა, რასაც ბატონი კვირიკაშვილი წარმატებით ასრულებს. ეს ვიზიტი იმ პრობლემატიკის დასაძლევად, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენი სტრატეგიული მიზნების განხორციელების გზაზე გაჩნდა, გარდამტეხი იქნება. ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ ყველა ეჭვი, რომელიც ქართულ საზოგადოებაში სხვადასხვა არხების საშუალებით, დიდი მონდომებით ფუძნდებოდა, რომ თითქოს გერმანია საქართველოს განზე გაუდგა, საბოლოოდ გაიფანტა. მჯერა კანცლერის გულახდილობის და იმისი, რომ ქალბატონი მერკელი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.


მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, გერმანია საქართველოსთან ურთიერთობაში გამორჩეული სახელმწიფო და აშშ-სთან ერთად, ჩვენი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო.


"გერმანია კვლავ რჩება საქართველოს ძალიან ერთგულ პარტნიორად. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვპირდებიან. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ალბათ, აუცილებლად დადებითს მივიღებთ და ეს საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდება. თვითონ მექანიზმი კი, ალბათ, ახალ წლამდე გაიხსნება", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner