logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილის შესახებ: მეგობარი და კარგი პარტნიორი
- +

16 ივნისი. 2016. 23:53

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინშია; მერკელი: მეგობარი და კარგი პარტნიორი, - ამ სათაურით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერალური მთავრობა საკუთარ ვებგვერდზე მასალას აქვეყნებს.


„გერმანიას და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება სურთ, განაცხადა ანგელა მერკელმა ფედერალურ კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ამასთანავე, კანცლერი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესის დაჩქარების სურვილს გამოთქვამს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბერლინში შემდგარი ოფიციალური შეხვედრის დროს ანგელა მერკელმა ძალიან ინტენსიურ გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. ჩვენი დღევანდელი საუბარი ძირითადად განსაზღვრული იყო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებით",  - მოყვანილია სტატიაში ანგელა მერკელის სიტყვები.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანცლერს გერმანიის საქართველოსადმი ძლიერი მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში ახალ საფეხურზე ავიდა".


სტატიაში ცალკე ქვესათაურად არის გამოყოფილი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თემა.


„მერკელმა საქართველოში ეკონომიკის სფეროში განვითარებული მოვლენები და ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული რეფორმები შეაქო და აღნიშნა, რომ ეს კარგი საფუძველი იქნება გერმანულ საწარმოებთან კონტაქტების კიდევ უფრო გასაღრმავებლად." 


ანგელა მერკელმა ისიც განაცხადა, რომ გერმანიაში ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული, რაოდენ დიდ პროგრესს მიაღწია საქართველომ, განსაკუთრებით კი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გამჭვირვალეობის კუთხით",-ნათქვამია სტატიაში, სადაც  მოყვანილის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები გერმანულ-ქართული ეკონომიკური ფორუმის შესახებ - ფორუმში მონაწილეობას 150 ფირმა და საწარმო იღებდა. ეს არის იმის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მჭიდრო ხდება". როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოში 300-მდე გერმანული საწარმო მოქმედებს. „მე ვფიქრობ, პოტენციალი კიდევ უფრო დიდია და მისი სრულად გამოყენება უნდა მოხდეს".


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner