logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: უპირველესი უნდა იყოს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები და მერე არჩევნების მოგება თუ წაგება
- +

24 აპრილი. 2020. 01:28

 

 

„ქვეყანაში რეგულაციები დროულად იქნა შემოღებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ჩვენ დავურთეთ ჩვენი რეკომენდაციები და ზოგჯერ გავუსწარით. საზღვრების ჩაკეტვის ნაწილში ჩვენ არ დავეთანხმეთ და დროზე ადრე შემოვიღეთ ეს შეზღუდვა. სწორედ ამიტომ მოვიგეთ დრო. სწორედ ამ რეგულაციამ მოიტანა სასურველი შედეგი. შეზღუდვების მოხსნაც უნდა იყოს ეპიდვითარებასთან თანმხვედრი. ჩვენ ხელი უნდა გვედოს პულსზე, ეპიდსურათი უნდა გვაძლევდეს საშუალებას რა დონეზე მოვხსნათ შეზღუდვები. ეს უნდა იყოს ეტაპობრივი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კარგი სურათი შესაძლოა შეიცვალოს ცუდი სურათით. მნიშვნელოვანია ორი მიმართულება ერთი არის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და მეორე ის, რომ ეკონომიკაში არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესი. თუ ერთი მეორეს ასცდა მაშინ ორივე დაზიანდება. სწორედ ეს არის საკოორდინაციო საბჭოს ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი გადაწყვეტილებებში, რათა სწორად იქნას დრო  შერჩეული“, - - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში შემოტანილია ამკრძალავი თუ შემზღუდავი რეკომენდაციები, ეს მოქალაქეებში გარკვეულწილად იწვევს ფსიქოლოგიურ სტრესსაც თუმცა, მისივე თქმით, ბევრად უფრო ცოდვაა 100 ათასამდე აპარატზე შეერთებული ადამიანი და 15% ლეტალურად დასრულებული შემთხვევა.

 

„ჩვენ ოქროს ხაზი გვაქვს გასავლელი. პოლიტიკურმა ლტოლვამ არ უნდა დააზიანოს პროცესი. არჩევნები მოდის და ოპონენტები ხედავენ, რომ ხელისუფლება, სრულიად დამსახურებულად, პოზიტიურ პოზიციაში დადგა. ოპონენტებმა სწორედ აქ დაინახეს შიში და დაიწყეს პოზიტიური სურათის გაფერმკრთალება და ნეგატივში გადაყვანა. მიუღებელია, როდესაც ეს კეთდება საზოგადოების ჯანმრთელობის ზიანის ფასად. უპირველესი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესები, საზოგადოების ინტერესები და მერე არჩევნების მოგება თუ წაგება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner