რა მდგომარეობაა ზუგდიდის ახალგახსნილ აგრარულ ბაზარში, როგორ იცავენ დისტანციას და არსებულ რეკომენდაციებს - ამის გასაცნობად ბაზარში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია იმყოფებოდნენ.
ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები და სამართალდამცველები აკონტროლებენ. ბაზარში პირბადის გარეშე მოქალაქეები ვერ შედიან და ტერიტორიაზე შეზღუდული რაოდენობით გადაადგილდებიან.
ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ამჯერად ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია ფუნქციონირებს. პარალელურად წესრიგდება შენობის მიმდებარედ არსებული სასურსათო მაღაზიები, თუ ისინი დააკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს და იქნება შესაბამისი დასკვნა - ფუნქციონირებას შეძლებენ. ზუგდიდი ბაზარმა ფუნქციონირება გუშინ განაახლა.
ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგს უწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.