5 მარტს დიღმის მასივის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდება. აღნიშნული ინიციატივა თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატს, თარაშ შურღაიას ეკუთვნის.
დიღმის მასივის მცხოვრებლებს გამოკვლევებს N3 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის კვალიფიციური ექიმები ჩაუტარებენ. გამოკვლევები 11:00-დან 15:00-მდე ჩატარდება.
მსურველები N3 სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში (დიღმის მასივი, პაიჭაძის N1) უნდა მივიდნენ. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ კვალიფიკაციური ექიმები: თერაპევტი, კარდიოლოგი, ონკოლოგი, ნევროპათოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტოლარინგოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, რევმატოლოგი, დერმატოლოგი. კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, გლუკოზა სისხლში (ტესტი), შარდის საერთო ანალიზი, ელექტროკარდიოგრაფია.
თარაშ შურღაიას და სამკურნალო ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსგავსი სახის გამოკვლევები პერიოდულად ჩატარდება.