logo_geo
eng_logo
"კონგრესში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოსმენები დაიწყება"
- +

16 ივნისი. 2016. 23:56



ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოსმენები აუცილებლად დაიწყება.


აღსანიშნავია, რომ პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით "ქართულ რესპუბლიკურ პარტიასთან" მას  გარკვეული შეკითხვებიც აქვს.


"2012 წლის მაისში, როდესაც უნდა მომხდარიყო ყველა საჭირო მასალის წარდგენა, ამერიკელები ეტყოდნენ კონკრგრესს, რომ ფული რომელსაც თქვენ გამოყოფთ, საქართველოში დემოკრატიის ასაშენებლად, სინამდვილეში ავტოკრატიის ასაშენებლად იხარჯებაო. კონგრესში უნდა დაწყებულიყო  დროიებით საგამოძიებო კომისიის მუშობა, სადაც დაიბარებდნენ მიხეილ სააკაშვილს. ეს პროცესი ვერ შედგა, მაგრამ აუცილებლად შედგება, რადგან ყველა მასალა არსებობს და ის ურთიერთობები, რომელსაც ნიკა ჩხეიძე, მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ამერიკულ "რესპუბლიკურ პარტიასთან" და კონგრესის წევრებთან ვახორციელებთ, აუცილებლად გაგრძლედება. ქართულ "რესპუბლიკურ პარტიასთან" კი ჩვენ კითხვები გვაქვს, თუმცა ამ კითხვებს ალბათ თავად ნიკოლოზ ჩხეიძე დასვამს, როდესაც განცხადებებს გააკეთებს. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ შეჩერდა ეს პროცესი. ამ ეტაპზე არ ვამბობთრომ მათ გააჩერეს, მაგრამ მათ ევალებოდათ და რატომღაც, ეს პროცესი გაჩერდაჯერ ევალებოდა ირაკლი ალასანიას, შემდეგ ეს თემა გადაიბარეს "რესპუბლიკელებმა" და ეს პროცესი გაჩერდა. მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს კონგრესში და პასუხებს უნდა სცემდეს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ",- განაცხადა შიხიაშვილმა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner