ბათუმის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მოქმედი პროგრამების განხორციელება გრძელდება
-
+
24 აპრილი. 2020. 14:24
ბათუმის მერია განაგრძობს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მოქმედი პროგრამების განხორციელებას. მარტიდან დღემდე:
- მედიკამენტების შეძენისთვის 200-ლარიანი ვაუჩერით ისარგებლა 425 ბენეფიციარმა.
- გეგმური ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსებით ისარგებლა 89 ბენეფიციარმა.
- ყოველთვიური მატერიალური დახმარება ჩაერიცხა ჯამში 741 მრავალშვილიან ოჯახს, უდედმამო ბავშვსა და მარტოხელა მშობელს.
- გრძელდება შშმ პირების, ვეტერანების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, მარჩენალდაკარგულების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახებისთვის კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება.