logo_geo
eng_logo
ბათუმის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მოქმედი პროგრამების განხორციელება გრძელდება
- +

24 აპრილი. 2020. 14:24

 

 

ბათუმის მერია განაგრძობს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მოქმედი პროგრამების განხორციელებას. მარტიდან დღემდე:

 

  • მედიკამენტების შეძენისთვის 200-ლარიანი ვაუჩერით ისარგებლა 425 ბენეფიციარმა.

 

  • გეგმური ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსებით ისარგებლა 89 ბენეფიციარმა.

 

  • ყოველთვიური მატერიალური დახმარება ჩაერიცხა ჯამში 741 მრავალშვილიან ოჯახს, უდედმამო ბავშვსა და მარტოხელა მშობელს.

 

  • გრძელდება შშმ პირების, ვეტერანების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, მარჩენალდაკარგულების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახებისთვის კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner