logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯო კოქსი გარდაიცვალა
- +

17 ივნისი. 2016. 00:13



BBC-ის ინფორმაციით, „ლეიბორისტული პარტიის" წევრს, 41 წლის ქალს მის საარჩევნო ოლქში ცეცსლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინციდენტი ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა.


უესტ-იორკშირის საგრაფოს პოლიციის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 52 წლის მამაკაცი.


როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ჯო კოქსი მას შემდეგ დაჭრეს, რაც ის სოფელ ბესრტალში  ორი მამაკაცის კამათში ჩაერთო. სასწრაფო დახმარება ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გამოიძახა.


გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმისას ასევე დაშავდა მამაკაცი.


ინციდენტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრე მოძრაობამ Britain Stronger In-მა ყველა ღონისძიება გააუქმა. კანონმდებელზე თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოემხაურა პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი. მისი თქმით, მთავრობა ინციდენტის გამო შეშფოთებულია.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner