logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: მიხარია, რომ ფეკალიების ენაზე არ ვესაუბრებით მეზობელ სახელმწიფოებს!
- +

17 ივნისი. 2016. 01:10



მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა ტელეკომპანია „დრო"-ს ეთერში წინა ხელისუფლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამეზობლო პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის" დროს არაადექვატური იყო.



„სააკაშვილის ხელისუფლება კლავდა, აწამებდა ხალხს და „აპიარებდა“ პირიქით. ბედნიერია ხალხიო...

 

სამეზობლო პოლიტიკას უნდა ცოტა უფრო ფრთხილი მიდგომა. ამაზე ჩემზე ბევრად კომპეტენტური პირები გაცილებით უკეთესად ისაუბრებენ.

 

ერთი, რაც მიხარია, არის ის, რომ ფეკალიების ენაზე აღარ ვესაუბრებით მეზობელ სახელმწიფოებს, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში!"- განაცხადა მამაცაშვილმა. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner