logo_geo
eng_logo
ადიგენში სისხლის უანგარო დონაციის აქციაში “ქართული ოცნების” წევრები ჩაერთნენ
- +

24 აპრილი. 2020. 21:09

 

 

„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” – ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას ადიგენის მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

 

აქცია მერიის შენობაში გაიმართა. სისხლის ასაღებად მივიდა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, ზაქარია ენდელაძე. ადგილობრივი თვითმმართველობის თქმით, აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის სიცოცხლის გადარჩენის მიზანს ემსახურება.

 

დონაციის აქციის ფარგლებში, სისხლი უკვე გაიღეს „ქართული ოცნების” ნინოწმინდის, ქუთაისის, ზუგდიდის, ქარელის, ხაშურის, კასპის, თერჯოლის, ყვარლისა და გორის ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner