logo_geo
eng_logo
სისხლის უანგარო დონაციის აქციას „ქართული ოცნების” წევრები თელავშიც შეუერთდნენ
- +

24 აპრილი. 2020. 21:19

 

 

სისხლის უანგარო დონაციის აქციას „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – დღეს თელავის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. “ქართული ოცნების” პარტიის ოფისში მმართველი გუნდის წევრები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და მოხალისეები დილიდან შეიკრიბნენ და სისხლი უანგაროდ გასცეს.

 

ვუერთდებით ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას, რითაც გვსურს კორონავირუსთან ბრძოლაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ყველას მოვუწოდებ, გავერთიანდეთ და გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა“, – განაცხადა თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ორკოდაშვილმა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას დღეს კახეთის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტი, თელავი და დედოფლისწყარო შეუერთდა. შეგახსენებთ, აქციის მიზანს მოქალაქეების დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსება წარმოადგენს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner