logo_geo
eng_logo
ასტრიდ ლინგრენის პრემიაზე საქართველოს კანდიდატების ვინაობა ცნობილია
- +

25 აპრილი. 2020. 02:35

 

 

23 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საქართველოს კანდიდატები დაასახელა. ესენია:

 

  1. ირმა მალაციძე – მწერალი, მასწავლებელი, ჟურნალ „შოკოლიტის“ რედაქტორი, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი;

 

  1. ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა.

 

წელს წარდგენილ კანდიდატთა შორის გამარჯვებული 2021 წლის გაზაფხულზე გამოვლინდება.

 

ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოდან ყოველწლიურად ორ კანდიდატს წარადგენს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე. საბავშვო მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში, რის გამოც მას მეტსახელად „საბავშვო ნობელს“ უწოდებენ. 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 440 000 ევრო) ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა.

 

პრემიაზე წარდგენილთა სრული სიის პრეზენტაცია ხდება ყოველწლიურად ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, ხოლო გამარჯვებული ცხადდება, ყოველწლიურად, მარტში ან აპრილში, ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობასა და სტოკჰოლმში.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეიძლება ნომინირებულნი იყვნენ ავტორები, ილუსტრატორები, ზეპირი მთხრობელები და ბავშვთა კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კერძო პირები თუ ორგანიზაცები. სხვადასხვა დროს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პრემიაზე წარადგინა: ზაზა აბზიანიძე – მწერალი, ნინო ჩაკვეტაძე – მხატვარი, სოფიო კინწურაშვილი – ილუსტრატორი, თამრი ფხაკაძე – საბავშვო მწერალი, თეა თოფურია – მწერალი, წიგნის ხელოვნების ცენტრი (ხელმძღვანელი ოთარ ყარალაშვილი), ნატო დავითაშვილი, ინგა გოგიბერიძე – მწერალი, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, ვასილ გულეური – მწერალი, გურამ პეტრიაშვილი – მწერალი, მარიამ წიკლაური – მწერალი, ბონდო მაცაბერიძე – მწერალი, გამომცემელი, გიორგი ჩაჩანიძე – ილუსტრატორი, სანდრო ასათიანი – მწერალი და ილუსტრატორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner