logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ადრე თუ გვიან იმას მიიღებს, რისი ღირსიც არის!
- +

17 ივნისი. 2016. 01:37



„ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილი დღეს თუ თეთრ ცხენზე ამხედრებული, ოდესაში ზის და აქ ჩამოსვლას ელოდება, ადრე თუ გვიან ისიც მიიღებს იმას, რისი ღირსიც არის!"- განაცხადა  მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" დამფუძნებელმა გიორგი მამაცაშვილმა სამართლიანობის აღდგენის შესახებ საუბრისას.


„ჩვენ ცოტა ჩქარი ხალხი ვართ. ალბათ, რაც ცხრა წლის განმავლობაში ფუჭდებოდა, ერთაბაშად გვინდა აღდგეს. ყველაფერი იმ თანმიმდევრობით მიდის, როგორც უნდა იყოს. ყველა აგებს პასუხს იმ დანაშაულისთვის და იმ კრიმინალისთვის, რაც ხდებოდა!

 

„ქართულმა ოცნებამ" სხვა პოლიტიკის წარმოება დაიწყო. ბევრი რამ შეიძლება მეც გაჭიანურებულად მიმაჩნია, მაგრამ თუ მეტს მოვითმენთ, შეიძლება ხელისუფლებას უფრო გავუხსნათ ხელ-ფეხი, რომ გაცილებით ეფექტურად იმუშაოს."- განაცხადა მამაცაშვილმა. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner