საგაზაფხულო გაწვევა ისევ გადაიდო. პირველად გაწვევა 16 მარტს, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. გაწვევის თარიღო ორჯერ შეიცვალა. პირველად თარიღი 13 აპრილამდე გახანგრძივდა, შემდეგ 23 აპრილამდე, მთავრობის 23 აპრილის დადგენილებით, კი თარიღმა ისევ გადაიწია, ამჯერად 23 მაისამდე.
დადგენილებით არ შეცვლილა ახალგაზრდების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებმაც ერთი წელი სხვადასხვა უწყებაში უნდა იმსახურონ. 4 189- ადამიანიდან ჯარს თავდაცვის ძალებში მხოლოდ 1 400 მოიხდის. დანარჩენი კი სხვადასხვა უწყებაში გადანაწილდება.