ავტორი მაია კახიძე
„ჰოდა, ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, რეზო ჭეიშვილის ბიუსტისა და ხეივნის გვერდით, ოტია იოსელიანის ბიუსტი და ხეივანი გაიხსნა.
უხარიათ, ალბათ, ორივე ქუთეისელს, რეზოს და ოტიას, ერთად არიან და ჭუკჭუკებენ - თქვენ გეიხარეთ, რო გახსოვართ ბოვშებო - ვოო...
ამაყი ვარ, ორივეს პირადად რომ ვიცნობდი და საათობით გვიმუსაიფია... ოტიას გამოხდილი არაყიც დამილევია წყალტუბოში, სტუმარი ქალებისთვის შერჩეული პაწია სირჩით და მისი ეზოს მწიფე ხურმის გემოც არ დამვიწყნია...
გაანთლოთ უფალმა ორივე.
გილოცავთ, ბატონო ოტია დაბადების დღეს მაგ თქვენ სოფელში.
კი, გვახსოვხართ, კი და რავარც შეძლეს ქუთეისში, ეე, იმფერი კოხტა ბიუსტი დაგიდგეს.
ჩვენც არა გვიშავს, ვუძლებთ რაცხანაირად ამ ცხოვრებას თქვენი დალოცვით...
როგორ მითხარიით?!
- რატომ აღარ დაქორწინდით მეორედ - მეთქი?- გკითხეთ.
- იმფერი ქალი ვერ ვნახე, ქე რო, "ანა კარენინა" და "ომი და მშვიდობა" წიგნში ექნებოდა წაკითხული და არა ფილმში ნანახიო...
ბევრი ვიცნეთ...
სხვაც ბევრი მახსოვს თქვენი ჩემთვის დანატოვარი...ჰო, ჩემთვის... ვინახავ გულში, გონებაში და ჩანაწერებში...
პ.ს. დღეს ოტია იოსელიანის დაბადების დღეა!