logo_geo
eng_logo
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტის დარიგება გრძელდება
- +

25 აპრილი. 2020. 23:21

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა დახმარება რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დაარიგა.

 

,,რეგიონის მასშტაბით უკვე გაიცა 12 ათასზე მეტი ოჯახისთვის სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტი. ამჯერად პროდუქტი რიგდება ,,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ დახმარებით, რომელიც გადაეცემა მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს.

 

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სურსათის დარიგების პროცესი კვლავ გრძელდება. მოსახლეობის დახმარებას მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიურად ახორციელებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.

 

რეგიონში სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან ერთად, სასურსათო პროდუქტი დაურიგდა საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდეს, რეგიონში შეუფერხებლად მუშაობენ უფასო სასადილოები, რომელთა ბენეფიციარები საკვებს შინ იღებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner