„ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა. მან გულზე გაკეთებული ოპერაცია ვერ გადაიტანა.“- ამის შესახებ რუსული გამოცემა mk.ru „new yourk post“-ზე დაყრდნობით წერს.
მედიაში უკვე მეორე დღეა კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციები ვრცელდება, თუმცა ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
გავრცელებული ხმებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ნიკოტინის ზედმეტი მოხმარების და წონის გამო გულსისხლძარღვთა დაავადებები აწუხებდა. გულზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რაც ვერ გადაიტანა და ახლა ტახტზე ასასვლელად მის დას ამზადებენ.