ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6261 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების 80 949 შემთხვევაა დადასტურებული.
დაავადებულთა რიცხვით კვლავ ლიდერობს მოსკოვი, სადაც ინფიცირების 42 480 შემთხვევაა დაფიქსირებული.
COVID-19-ით რუსეთში გარდაიცვალა 747 ადამიანი, 6 767 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.