ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.
„სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მერაბიშვილთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ ბეჭედი დაესვა იმას, რომ მერაბიშვილი არის კანონიერი პატიმარი. მას აქვს დანაშაული კონკრეტულ საქმეებში, რომელიც ჰქონდა წაყენებული და სასამართლომ გამოიტანა სწორი განაჩენი. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობისთვის" იყო დიდი შოკი, რადგან სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სასამართლომ მიიღო", -განაცხადა კახა კალაძემ.