logo_geo
eng_logo
ხვალიდან ბათუმში არსებული ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება
- +

26 აპრილი. 2020. 17:04

 

 

ხვალიდან ბათუმში არსებული ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება. ბაზრების ფუნქციონირება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდება.

 

ყველა ბაზარში უკვე ჩატარდა შიდა და მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო სამუშაოები. ბაზრების ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა. მომხმარებლებს ადგილზე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. მკაცრად იქნება დაცული დისტანცია როგორც დახლებს შორის, ასევე ადამიანებთან მიმართებაში. ბაზრებს ექნება თითო შესასვლელი და გასასვლელი. ბაზრის ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია. სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ჩატარდება ყველა ბაზრის ტერიტორიაზე.

 

რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველო უზრუნველყოფს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner