logo_geo
eng_logo
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის
- +

17 ივნისი. 2016. 10:41


კომპანია „გაზპრომი" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „გაზპრომმა" ქართულ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ.

შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „გაზპრომის" პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია „გაზკო+"-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი.



კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წელს „გაზპრომი" კომპანია „გაზკო+"-ს100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწოდებს.



კონტრაქტის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ივლისი-31 დეკემბერია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner