logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: დაბალი დაბეგვრის რეჟიმი კომპანიებს საგადასახადო რისკებს არ უზრდის
- +

26 აპრილი. 2020. 19:28

 

 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „Forbes კვირაში” სტუმრობისას დეტალურად ისაუბრა, თუ რა თანხებით ხდება იმ კომპანიების დაფინანსება, რომლებმაც უკვე დაიბრუნეს დღგ და ასევე, ხაზი გაუსვა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ნაწილს, სადაც კორუფციის რისკები მაღალია.

 

 

მინისტრის განმარტებით, მთავრობა პანდემიამდე გეგმავდა დღგ-ს დაბრუნების გაზრდას და ამ გეგმის შესრულება პანდემიის მიუხედავად მაინც მოხდება:

 

 

„ეს 600 მილიონის დაფინანსებასთან ერთად არის ძალიან ნიშანდობლივი. აბსოლუტურად სხვა თემაა, მაგრამ ნახეთ საერთო რა აქვთ? ეკონომიკის შემცირების, ვარდნისა და დაღმასვლის ამ პერიოდში ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ ერთის მხრივ, საფინანსო სექტორს ლიკივიდურობაში შევეხიდოთ და მეორე, უკვე რეალურ სექტორს, უკვე კომპანიებს, ასევე, ლიკვიდურობის მხარდაჭერა აღვუთქვათ. ეს არის ზუსტად დღგ-ს დაბრუნებები. თქვენ იცით, რომ შარშან 600 მილიონამდე დავაბრუნეთ, წელსაც დაახლოებით 600-700 მილიონს ვგეგმავდით. თუმცა, ამავდროულად ჩვენ გვქონდა მოაზრებული, რომ დამატებით 600 მილიონ ლარს დავუბრუნებდით. პანდემიამდე ვგეგმავდით დღგ-ს დაბრუნების გაზრდას. პანდემიის გამო უარი არ ვთქვით ამ გეგმაზე. ეს არის ნიშანდობლივი, პანდემიის გამო არ ვამატებთ, ამის თქმა მინდოდა. როცა შეგვეძლო დაგვეზოგა და ასეთი აგრესიული შეიძლებოდა არ ყოფილიყო დაბრუნებებში. ჩვენ ყველას ვუბრუნებთ თანხას, ვინც ითხოვს. ჩვენთან შეფერხებები არავის არ ჰქონდა, მაგრამ არის კომპანიები, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო არ ითხოვენ, ვერ ითხოვენ, კი ბატონო ეს თანხები არის და თვითონ მერე ითვლიან გადასახადებში და ა.შ. ჩვენ ახლა ვიძახით, რომ მოთხოვნის გარეშე დავუბრუნოთ კომპანიებს. უბრალოდ, აქ ერთი დათქმაა, რომ ეს თანხები უნდა იყოს გადამოწმებული, ჩვენი რისკის მოდულში უნდა გაიაროს და ხოლოდ ამ შემთხვევაში“, - განმარტა მინისტრმა.

 

 

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ნაწილზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიები იყვნენ მაქსიმალურად გამჭვირვალენი, რომ მათი დახმარება იოლად, მიზრნობრივად და სწრაფად მოხდეს:

 

 

„აქ ზოგადდ რისკები, რომ დანაკარგი მეტი იყოს ან მიზნობრიობა დაიკარგოს, ერთმნიშვნელოვნად გაცილებით მეტია და რატომ? საშუალოდ, საშუალო და წვრილი ბიზნესი, მათი გამჭირვალობა, მათი აღრიცხვიანობა გაცილებით დაბალი ხარისხისაა. არსებობს ასეთი რეფორმა (ეს ახლა გადაეცა ეროვნულ ბანკს), ეს არის აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა. ე.წ. სარასი. სადაც ხდება კლასიფიკაცია კატეგორიების მიხედვით. უმაღლესი კატეგორია აქვს ზედა მოთხოვნას - პირველს, მეორეს, მესამეს. არის ე.წ. მეოთხე კატეგორია, სადაც ძირითადად, მცირე და საშუალო კომპანიები შედიან, სადაც ჩვენ უფრო ნელი ტემპით მივდივართ, რადგან ვიცით, რომ მოთხოვნებს ვერ შეასრულებენ. თუმცა, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია სვლა. ნებისმიერმა კრიზისმა, რომელიც შეიძლება იყოს მომავალში, იქნება ეს ფინანსური თუ ამ ტიპის, გამოამჟღავნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს კომპანიები იყვნენ მაქსიმალურად გამჭირვალენი, რომ ჩვენ გვქონდეს წვდომა მათზე და გვქონდეს მეტი ინფორმაცია მათ შესახებ, რათა დახმარება ძალიან იოლად, მიზნობრივად და სწრაფად შედგეს და მერე არ დავიწყოთ უხეშ ტერმინს ვიხმარ, იმის „ქექვა“, რამდენად სწორად ეწეოდა საქმიანობას ესა თუ ის კომპანია, აქვს თუ არა სწორად აღრიცხვა და ა.შ. შესაბამისად, ეს კრიზისი ამჟღავნებს და დღის წესრიგში აყენებს იმ მოთხოვნას და სტანდარტს, რომ პატარა კომპანიებმა გამჭვირვალედ და ღიად აწარმოონ აღრიცხვა. ის, რომ ჩვენ დაბალი დაბეგვრის რეჟიმი გვაქვს, ზოგიერთ მცირე მეწარმეს საერთოდ ერთ პროცენტიანი აქვს და ა.შ. ეს მათ არანაირ საგადასახადო რისკებს არ უზრდის. რეალურად, ისინი სხვადასხვა დახმარებების, სტიმულირების პროგრამის ბენეფიციარები უფრო იოლად და ადვილად გახდებიან და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner