logo_geo
eng_logo
ირინა სარიშვილი: თემურ ხაჩიშვილი - „ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სარიშვილი, მგონი, გადარჩა..."
- +

17 ივნისი. 2016. 10:49


პარტია „იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში 1994 წლის 3 დეკემბრის ტერაქტიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩაწერილ მოკლე სატელეფონო (ან რაციით) საუბრის ჩანაწერს ავრცელებს:


„(ეს ჩანაწერი ერთხელ შემთხვევით გავიდა პირველ არხზე. ალბათ გაეპარათ).

-----

ჯაბა იოსელიანი: როგორაა საქმე?

თემურ ხაჩიშვილი: ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სარიშვილი, მგონი, გადარჩა. არ ვიცი.

ჯაბა იოსელიანი: აუ, ეს რა ქენით? ახლა მაგის ჭიჭყინს რა გაუძლებს.

____________________

ტერაქტებში დამნაშავედ ცნობილი თემურ ხაჩიშვილი მალე შევარდნაძის მიერ გათავისუფლდა. როგორც შევარდნაძემ თავად განმარტა, ციხეში სანიმუშო ქცევისთვის.

--------

P.S.მარტო მე მაქვს Déjà vu თუ ყველა გრძნობთ, რომ ეს უკვე იყო და სადღაც უკან მივექანებით?!" - წერს სარიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner