logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: შეტევა ხორციელდება ლუგარსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრზე
- +

26 აპრილი. 2020. 22:16

 

 

“შეტევა ხორციელდება ლუგარსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრზე, მაქვს ინფორმაციები,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმქ, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

 

„ლუგარი მარტო შენობით არ არის ძლიერი.

 

 

ის ძალიან მდიდარია ადამიანების იმ ჯგუფით, ვინც იქ მუშაობენ.

 

 

საქართველოში ის რესპირაციული ვირუსების ლაბორატორია, რაც ლუგარში მუშაობს არის ერთ-ერთი უძლიერესი ლაბორატორია მთელს მსოფლიოში.

 

 

ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას რომ მათ მიერ გაცემული პასუხები სარწმუნოა.

 

 

შეტევა ხორციელდება ლუგარსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრზე, მაქვს ინფორმაციები რატომ და როგორ, ამას ღია ეთერში არ ვიტყვი, მაგრამ ის ვინც ამას ახორციელებს ხომ უნდა შეეძლოს მისი საქციელის გათავისება?

 

 

რას აკეთებენ?

 

 

ლუგარის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური და პოლიტიკური მხარდამჭერი ამერიკაა.

 

 

ალბათ ნახეთ აშშ-ს საელჩო როგორ უჭერს მხარს იმ ყველაფერს, რასაც საქართველო კოვიდინფექიის წინააღმდეგ ახორციელებს.

 

მე ვამხნევებ სულ ჩემს თანამშრომლებს, ვეუბნები იქნება ეს შემოტევები, მაგრამ ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ-თქო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner