logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე სტატისტიკის დამალვაზე: ეს მტკნარი ტყუილია
- +

26 აპრილი. 2020. 23:20

 

 

“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღემდე, ვისაც კოვიდ-19-ზე ტესტირება სჭირდებოდა, ან სჭირდება, ყველას უტარდება გამოკვლევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, სტატისტიკის დამალვაზე საუბარი მტკნარი ტყუილია.

 

 

„რაც შეეხება სტატისტიკის დამალვას, ეს მტკნარი ტყუილია. რა თქმა უნდა, ზუსტი სტატისტიკა არც ერთ ქვეყანას არ აქვს და ყველა ქვეყანაში დაშვებულია, რომ თუ ვთქვათ, დღეს გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 485 შემთხვევა, შესაძლებელი გქონდეს 50-ით, 70-ით მეტი შემთხვევა, მაგრამ ჯერადობით მეტი, ანუ, ორჯერ ან სამჯერ მეტი შემთხვევა არ გვექნება და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. როგორ იკადრებს ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომ რომელიმე მონაცემი გააყალბოს?!“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner