logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სააკაშვილი ნამდვილად პაროდიაა
- +

26 აპრილი. 2020. 23:21

 

 

გოგა ხაინდრავამ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე „იმედის კვირაშ“ ისაუბრა. რეჟისორის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის შედეგები უკეთ უნდა გათვალოს.

 

 

„სააკაშვილი ნამდვილად პაროდიაა. ყველამ კარგად ვიცით ვინც არის. ერთი და იგივე ფოცხზე ფეხის დადგმა ჩემი აზრით უკვე იმაზე მეტყველებს, რომ სერიოზულად არ უდგები საქმეს და როდესაც 50-მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტი ხარ უფრო სერიოზულად და გააზრებულად უნდა მოქმედებდე. აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ეს არის შეურაცხყოფა, იმიტომ რომ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობების წესები და არსებობს უკრაინული კანონმდებლობა, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ მსჯავედებული ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა არ შეიძლება. ის რომ პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ არ იცის არის სამარცხვინო. თუ იცის და მაინც აკეთებს, ეს არის საგანგაშო“, - ამბობს ხაინდრავა.

 

 

დღესვე ხაინდრავამ ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილი მისწერა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტს საერთაშორისო სამართლის ნორმები შეახსენა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner