„მძიმე დღე მაქვს. თუ რამე არ შეიცვალა, 14:00-ზე, ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში უნდა შევხვდე ადამიანს, რომელმაც, მარტომ არა, სხვებთან ერთად, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი მომავალი შეცვალა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი წერს.
„ტერაქტის მერე ეს „ადამიანი" არ მინახავს.
ამას რომ ვწერ, ალბათ ვნერვიულობ. ფიზიკური შიშის გამო არა. ერთადერთი, რისიც მეშინია, წონასწორობა არ დავკარგო და ალბათ ამიტომაც გწერთ.
ვნახოთ..." - წერს სარიშვილი.