logo_geo
eng_logo
იტალიის პრემიერმა შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარადგინა
- +

27 აპრილი. 2020. 12:22

 

 

იტალია, ევროპის ყველაზე გრძელვადიანი კარანტინის მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ინდუსტრიული სექტორი გაიხსნება, მომდევნო ორ კვირაში საცალო ვაჭრობის ობიექტები და მუზეუმები. ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონების გახსნა პირველი ივნისისთვისაა დაგეგმილი. რაც შეეხება სკოლებს, კონტეს თქმით, სწავლა სექტემბერში დაიწება.

 

„ჩვენ ყველას გვინდა ქვეყნის გადატვირთვა. მაგრამ, ერთადერთი გზა, რომ ამ ვირუსთან ერთად ვიცხოვროთ, არის ის, რომ ავად არ უნდა გავხდეთ და სოციალური დისტანცია დავიცვათ. გთხოვთ, თუ გიყვართ იტალია, დაიცავით დისტანცია ერთმანეთისგან“, -აღნიშნა კონტემ.

 

მისივე თქმით, ადამიანები ნათესავების მონახულებას მაისიდან შეძლებენ, თუმცა „დიდი შეკრებები არ იქნება“.

 

ცნობისთვის, იტალია კორონავირუსის პანდემიამ ერთ-ერთი პირველი დააზარალა. ევროპის კონტინენტზე, ვირუსს ქვეყანაში ყველაზე მეტი, 26 644 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 197 675 პირი დაინფიცირდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner